W7047 ძრავის ცხიმის მოსაცილებელი ქაფი
პროდუქტის კოდი: W7047
ხსნის და აშორებს ჯიუტ დაბინძურებას, ზეთსა და დამწვარ ტექნიკურ სითხეებს ძრავის განყოფილებასა და ძრავის გარე ზედაპირზე.
თვისებები
- აღწევს ყველაზე ჯიუტ დაბინძურებაშიც და ხსნის მას
- ეფექტურია სხვადასხვა სახის დაბინძურების წინააღმდეგ
- გამოსადეგია შასისა და სხვა ზედაპირების უმეტესობის გასაწმენდად
- ნეიტრალურია საღებავის, რეზინისა და პლასტმასის მიმართ
- იცავს დაბერებისა და დაბზარვისგან
შეფუთვა
- 500 ML aerosolREF. W7047
სრული აღწერა
ძრავის ზედაპირის საწმენდი შექმნილია ჯიუტი დაბინძურების, ზეთისა და დამწვარი ტექნიკური სითხეების გასახსნელად და მოსაცილებლად ძრავის განყოფილებასა და ძრავის გარე ზედაპირზე. მძლავრი ემულგატორები და მაღალი შეღწევადობა შესაძლებელს ხდის ყველაზე ჯიუტი დაბინძურების დარბილებასა და მოცილებას. ასევე გამოსადეგია ავტომობილების, მოტოციკლების, კატარღების, სასოფლო-სამეურნეო და საბაღე ტექნიკის შასისა და სხვა ნაწილების გასაწმენდად. თანამედროვე ფორმულა არ შეიცავს ორგანულ გამხსნელებს, რაც გამორიცხავს ხანძრის რისკს და პლასტმასის, რეზინის ნაწილებზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე ხელს უშლის ელექტრული კონტაქტების დაჟანგვას. ნეიტრალურია საღებავისა და პლასტმასის მიმართ.
გამოყენება
- გააცხელეთ ძრავი +50°C-მდე და გამორთეთ. დაიცავით ყველა ელექტრული კომპონენტი წყალგაუმტარი მასალით. კარგად შეანჯღრიეთ ბალონი. უხვად შეასხურეთ საწმენდი 20-30 სმ მანძილიდან სამუშაო ზედაპირზე, მოერიდეთ საწმენდის მოხვედრას ელექტრონულ კომპონენტებზე. დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში და გამორეცხეთ წყლის ძლიერი ჭავლით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალწნევიანი გამრეცხი. დასაშვებია საწმენდის ხანმოკლე ზემოქმედება დამხმარე კვანძების ღვედებზე.
მსგავსი პროდუქტები

გამშვები სითხე, რომელიც უსაფრთხოდ უშვებს ძრავს უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე ან დაბალი აკუმულატორის დატენვისას.
დეტალურად
აშორებს რთულად მოსაშორებელ დანაბინძურებას დროსელის სარქველებზე, EGR-ზე, ტურბონაგემპრესორსა და საწვავის ინჟექტორებზე დაშლის გარეშე.
დეტალურად
წმენდს და აცხიმებს საავტომობილო და სამრეწველო კომპონენტებს, ძირითადად მუხრუჭებს, გადაბმებსა და გადაცემათა კოლოფებს.
დეტალურად
მრავალდანიშნულებიანი კარბურატორისა და დროსელის სარქვლის საწმენდი, რომელიც აშორებს დანაბინძურებას დაშლის გარეშე.
დეტალურად